22.მაისი.2019 18:05
ეკონომიკა, საფინანსო სექტორი

B COM - ახალი სივრცე ბიზნესსაზოგადოებისთვის

B COM -  ახალი  სივრცე ბიზნესსაზოგადოებისთვის
თიბისი ბიზნესი ბიზნესსაზოგადოებისთვის ახალ სივრცეს ქმნის.

B COM არის ბიზნესკომუნიკაციის პლატფორმა, რომელიც მასში გაწევრიანებულ ბიზნესებს სხვადასხვა სახის ბენეფიტებს სთავაზობს.

როგორც bm.ge-ის თიბისიდან აცნობეს, B COM ხელს შეუწყობს ბიზნესკლიენტებს ბიზნესის შექმნასა და განვითარებაში.

B COM-ში გაწევრიანებულ ბიზნესკლიენტებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ პრაქტიკულ ტრენინგებს და ლექციებს, დარგის ექსპერტებისგან შეიტყონ ბიზნესსფეროში მიმდინარე სიახლეები, მონაწილეობა მიიღონ რეგიონალურ ფორუმებში. პლატფორმის წევრები, ასევე, ისარგებლებენ მათ ბიზნესებზე მორგებული სპეციალური შეთავაზებებით.

B COM-ში გასაწევრიანებლად საჭიროა სპეციალურად შექმნილი ბიზნესნაკრების გამოწერა: Fix, Agro ან Life. მათი გამოწერა შესაძლებელია ფიქსირებულ ფასად, რის შემდეგაც საზოგადოების წევრობის გარდა, ბიზნესკლიენტები მიიღებენ ყველა საბანკო პროდუქტს, რომელიც მათ ყოველდღიური ოპერაციებისთვის ესაჭიროებათ.
მაგალითად, FIX ნაკრების გამოწერით, თვეში ფიქსირებულ 10 (ფიზიკური პირებისთვის) ან 20 ლარად (იურიდიული პირებისთვის), ბიზნესკლიენტები მიიღებენ შემდეგ პროდუქტებს:

· ბიზნესბარათს;
· თანხის განაღდებას საკომისიოს გარეშე თიბისის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში;
· ულიმიტო და უფასო გადარიცხვებს საქართველოს მასშტაბით
· უფასო დიჯიპას აპლიკაციას სმს სერვისსა და ინტერნეტბანკს;

B COM-ის მიზანია შექმნას ბიზნესეკოსისტემა, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინსტუმენტები, კლუბის წევრები გაიცნობენ საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ბიზნესებს და ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ მათთან კონტაქტები.
ავტორი: თელარა გელანტია

26.ივნისი.2019 11:43
33

"ჩვენს ქვეყანაში, როგორც ყველა ტურისტის, ასევე რუსი ტურისტების უსაფრთხოება იქნება დაცული“

ვრცლად
26.ივნისი.2019 11:05
384

ნათია თურნავა: პირველად ისტორიაში, ფინეთისა და შვედეთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები გვექნება

ვრცლად
26.ივნისი.2019 10:56
148

ნათია თურნავა WizzAir-ის ახალ მიმართულებებზე: ეს არის უნიკალური შესაძლებლობა

ვრცლად
26.ივნისი.2019 10:45
159

ვიზების გაუქმება, სუბსიდირება და სადღეგრძელო საქართველოზე - ტურიზმის ინდუსტრიის გზავნილები

ვრცლად
26.ივნისი.2019 10:15
263

თბილისში მყოფი რუსი ტურისტები "პუტინის ავიასანქციებს" იწუნებენ

ვრცლად
26.ივნისი.2019 10:00
392

Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი: „ემბარგო არ არის დასასრული“

ვრცლად