11.ივლისი .2019 23:00

აზიური საფონდო ბირჟები გაიზარდა

views 546
უკან

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის ჯერომ პაუელის განცხადება, აზიურ საფონდო ბირჟებზე პოზიტიურად აისახა.

დადებითი სვლები იყო, იაპონიის საფონდო ბირჟებზეც. Nikkei-Index 0,5% -ით გაიზარდა და 21. 634 პუნქტი შეადგინა. უფრო მეტად პოზიტიურად აისახა კონგრესში გაკეთებული განცხადებები ჩინურ საფონდო ბირჟებზე. შანხაის Composite Index-ი ერთი პროცენტით გაიზარდა და 2945 პუნქტს მიაღწია. ჰონგ-კონგის Hang-Seng-Index კი 1,2 %-ით გაიზარდა და 28.537 პუნქტი შეადგინა.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელმა ჯერომ პაუელმა კონგრესის წინაშე განაცხადა, რომ FED-ი ეკონომიკური ზრდის წახალისებისთვის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს.

ანალიტიკოსთა აზრით, ეს განცხადება აშშ-ში მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრებაზე თავის არიდებას მიანიშნებს. რაც თავის მხრივ განვითარებადი ბაზრების მიმზიდველობაზე დადებით გავლენას ახდენს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა