მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზიმ სადიკოვი: კარგი იქნება, თუ ბანკები ადამიანებს ურჩევენ, რომ არ ისესხონ თანხა დოლარში

571a19895d847
ანა ცხოვრებოვა
22.04.16 16:29
1626
საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალური წარმომადგენლის განცხადებით, უცხოურ ვალუტაში სესხების გარკვეულ დონემდე აკრძალვა შესაძლებელია. როგორც აზიმ სადიკოვმა "ბიზნესკონტაქტთან" ინტერვიუში განაცხადა, კარგი იქნებოდა თუ ბანკები მოსახლეობას ურჩევდნენ არ აიღონ სესხი დოლარში.
 
"შეიძლება აიკრძალოს უცხოურ ვალუტაში გასესხება გარკვეულ დონემდე. მაგალითად, მცირე სესხების გაცემა დოლარში. აქ გარკვეული სოციალური ელემენტიც დევს, რადგან უამრავი ხელმოკლე ადამიანი იღებს მცირე სესხს და მათი ფინანსური განათლების დონე, მაგალითად გაცვლითი კურსის რისკების შესახებ არ არის სათანადო.

ამიტომ კარგი იქნება, თუ ბანკები ასეთ ადამიანებს ეტყვიან და ურჩევენ, რომ არ ისესხონ თანხა დოლარში“, - განაცხადა აზიმ სადიკოვმა.