04.მარტი .2016 13:27

აზერბაიჯანში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი შეიქმნება

views 1035
უკან

აზერბაიჯანში ფინანსური ბაზრების სტაბილურობის რეგულირების ორგანოს ქმნიან. სპეციალური ჯგუფის შექმნაზე ქვეყნის ცენტრალური ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და პარლამენტი იმუშავებენ. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სპეციალური დოკუმენტი უკვე შემუშავებულია და მხარეებს შორის მემორანდუმს ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება.
 
ახალი ორგანოს სახელწოდება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იქნება.