28.აპრილი .2016 17:46

აზერბაიჯანმა თურქეთში გაზის ექსპორტი გაზარდა

views 1042
უკან

იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა თურქეთში 1,15 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა, ნაცვლად გასული წლის 1,11 მილიარდის.
 
აღნიშნულ პერიოდში თურქეთმა ჯამში 7,29 მილიარდი კუბური მეტრი გაზის იმპორტი განახორციელა, აქედან 2,07 მილიარდი კუბური მეტრი გათხევადებული გაზი ე.წ. LNG იყო.

აზერბაიჯანი თურქთის ბუნებრივი აირის მოცულობის 12%-ს ფარავს.