16.თებერვალი .2016 18:30

აზერბაიჯანმა ტექნიკისა და ტექნოლოგიების იმპორტი გადასახადებისგან გაათავისუფლა

views 1256
უკან

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა კანონს „საბაჟო ტარიფის შესახებ კანონში“ ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ინდმეწარმეების და იურიდიული პირების მიერ ტექნიკის, ტექნოლოგიების და მოწყობილობა-დანადგარების იმპორტის დამატებული ღირებულების გადასახადისგან და საბაჟო მოსაკრებლისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
 
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო "ტრენდის" ინფორმაციით, მეწარმეები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროსგან საინვესტიციო წახალისების დოკუმენტს მიიღებენ, ამ საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ.

მეწარმეები ამ გადასახადებისგან 7 წლის განმავლობაში იქნებიან გათავისუფლებული. საგადასახადო შეღავათს მიიღებენ ის პირები, რომლებიც სამრეწველო ან ტექნოლოგიური პარკების შექმნით არიან დაკავებული.