05.აპრილი .2016 14:16

აზერბაიჯანმა სესხების დოლარში გაცემა შეაჩერა

views 1075
უკან

აზერბაიჯანულმა ბანკებმა, ერთი თვით, სამომხმარებლო სესხების უცხოურ ვალუტაში გაცემა შეაჩერეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის პალატის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე იქნა მიღებული.
 
სააგენტო Trend-ის ინფორმაციით, პალატის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიგარ მამედოვამ აღნიშნა, რომ სამომხმარებლო სესხის უცხოურ ვალუტაში აღებით, მომხმარებელს შესაძლოა პრობლემები შეექმნას. მისი აზრით, საფინანსო ორგანიზაციებმა ამ სფეროში უფრო თავშეკავებული და მიზანმიმართული პოლიტიკა უნდა განახორციელონ. შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევიდა.  

მანათი კი გაუფასურებას განაგრძობს. ამჯერად მის ვარდნაზე გავლენა ცენტრალური ბანკის განცხადებამ მოახდინა. ბანკში აღნიშნეს რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყნის რეზერვები ნახევარზე ნაკლებია დარჩენილი და მისი მოცულობა 4 მილიარდ დოლარს მცირედით აღემატება. ორშაბათ საღამოსთვის 1 დოლარის ღურებულება 1,5084 მანათი იყო. ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია გასული წლის დეკემბერთან შედარებით.