05.მარტი .2016 16:06

აზერბაიჯანმა საქართველოდან მსხვილფეხა პირუტყვის იმპორტზე აკრძალვა გააუქმა

views 1514
უკან

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომ საქართველოში დაავადება ცხვრის კატარალური ცხელება (Bluetongue) არ დაფიქსირდა, აზერბაიჯანის ვეტერინარული ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურმა საქართველოდან მსხვილფეხა პირუტყვის იმპორტის აკრძალვა გააუქმა.
 
აღნიშნულის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს აზერბაიჯანის ვეტერინარული ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურიდან ოფიციალური წერილით აცნობეს.

"საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარების კეთილსაიმედოობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მუდმივ მონიტორინგს და ვეტერინარულ ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 1 მლნ-მდე სული წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინაცია განხორციელდა.

პრევენციული ღონისძიებებისთვის სურსათის ეროვნული სააგენტო დამატებით 700 ათას მაღალი ხარისხის ვაქცინას შემოიტანს", - განმარტავენ სააგენტოში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა