12.ივლისი .2019 12:11

„აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებიდან თურქეთამდე ორჯერ ნაკლებ დროში ჩასვლა იქნება შესაძლებელი“

views 5414
უკან

„აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებიდან თურქეთის საზღვრამდე ორჯერ ნაკლებ დროში ჩასვლა იქნება შესაძლებელი“,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში საქართველომ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო, რომელიც ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, 2022 წლისთვის, როცა მსხვილი პროექტები დასრულდება, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება საგარეო და შიდა კავშირების დასამყარებლად.

„აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებიდან თურქეთის საზღვრამდე ორჯერ უფრო ნაკლებ დროში ჩასვლა იქნება შესაძლებელი. მაგისტრალური ქსელების გარდა ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის შიდა კავშირების მოწესრიგებაზე, რომ ქვეყნის შიგნით ადამიანები ყველა რეგიონიდან ადვილად დაუკავშირდნენ არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, არამედ ევროპასაც. ჩვენ ასევე ჩაბმული ვართ რკინიგზის მოდერნიზებაში, რომელიც ტრანსპორტირების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, როგორც ტვირთების გადატანის, ისე ადამიანების მომსახურების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა