მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის ბაზრისთვის Coca-Cola Energy-ის "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" გამოუშვებს

5d0a340b61c2d
თელარა გელანტია
19.06.19 17:10
1952
აზერბაიჯანის ბაზრისთვის „კოკა-კოლას“ ენერგეტიკულ სასმელს - Coca-Cola Energy „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გამოუშვებს.

ამის შესახებ bm.ge-ის ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა და დასძინა, რომ შეკვეთა „კოკა-კოლასგან“ მიიღო.

მისი თქმით, ენერგეტიკული სასმელის წარმოება თბილისში, „კოკა-კოლას“ ქარხანაში აგვისტოდან დაიწყება.

"სერიოზულ მოცულობაზეა საუბარი", - აღნიშნა ბიზნესმენმა.

თემურ ჭყონია არ გამორიცხავს, რომ აზერბაიჯანის შემდეგ, შეკვეთა სხვა ქვეყნებზეც მიიღონ.

რაც შეეხება იმას, როდის გამოჩნდება Coca-Cola Energy საქართველოს ბაზარზე, ბიზნესმენი ამბობს, რომ ჯერჯერობით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ცნობისთვის: Coca-Cola Energy შეიცავს კოფეინს, გუარანას ექსტრაქტს, B ჯგუფის ვიტამინებს და არ შეიცავს ტაურინს.