16.იანვარი .2016 15:38

აზერბაიჯანი წელს 29,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებას გეგმავს

views 1169
უკან

აზერბაიჯანი წელს 29,3 მლრდ კუბ. მეტრი გაზის მოპოვებას გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ნატიგ ალიევის სტატიაშია ნათქვამი, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა. „პროგნოზით, წელს SOCAR-ი მოიპოვებს 6,3 მლრდ კუბ. მეტრს, 10,1 მლრდ იქნება მოპოვებული შაჰ-დენიზიდან, ხოლო აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოზე მოპოვებული იქნება 12,9 მლრდ“, - ნათქვამია სტატიაში. 2015 წელს მოპოვებული იყო 29,1 მლრდ კუბ.მეტრი გაზი. ამასთან, 9,9 მილიარდის მოპოვება მოხდა შაჰ-დენიზიდან, 12,3 მლრდ კუბ. მეტრი აზერი-ჩირაგ-გიუნეშლიდან, 6,9 მლრდ იყო SOCAR-ის წილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა