მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანი ტურიზმის განვითარებას გეგმავს - რა გამოწვევებს ხედავს ეკონომიკის მინისტრი

5ce3e0b7e5d59
მიშა ხაჩიძე
21.05.19 22:00
1133
აზერბაიჯანი ტურიზმის სექტორის განვითარებას გეგმავს - ქვეყნის ეკონომიკის მინისტრ ელმან სადიღოვის განცხადებით, აზერბაიჯანს იმის დიდი პოტენციალი აქვს, რომ ნავთობის პარალელურად, ტურიზმითა და სტუმართმოყვარეობით დიდი მოგება მიიღოს.

სადიღოვის თქმით, ამისთვის თავდაპირველად ტურისტულ სექტორში არსებული ხარვეზების გამოსწორებაა საჭირო.

მინისტრი ამბობს, რომ მომსახურების სფეროში სპეციალისტების ნაკლებობა და უცხოელი ტურისტებისთვის არასაკმარისი სასტუმროების თემა, მოსაგვარებელია, ხოლო ვინც ამ სფეროში ინვესტირებას განახორციელებს, „აუცილებლად იხეირებს“.

„მსურველებმს შეუძლიათ დაიწყონ საქმიანობა ტურისტულ სექტორში, პატარა და საშუალო ზომის ჰოსტელების, ორვარსკვლავიანი სასტუმროების ან „გესთ ჰაუსების’’ გახსნით, ამ გზით ძალიან ბევრ უცხოელ ტურისტს მიიზიდავენ“, - აღნიშნა სადიღოვმა და დასძინა, რომ მთავარი ამოცანაა, ტურისტი იყოს კმაყოფილი.
„მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას დადებითი იმიჯი“, - დასძინა მან.

სადიღოვი თვლის, რომ ტურიზმის სექტორის გამოცოცხლებით აზერბაიჯანის ეკონომიკის მოგებაც გაიზრდება.

მისი თქმით, ქვეყანაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ბევრია, თუმცა საშუალო შემოსავლის მქონე პირთათვის საკმარისი კაფე-ბარები, რესტორნები და ღამის გასათევების გახსნაა აუცილებლი.

„ტურიზმის სექტორის განვითარება, სამუშაო ადგილების რაოდენობასაც გაზრდის“, - აცხადებს მინისტრი.