14.მარტი.2016 18:35
მსოფლიო

აზერბაიჯანი "გაზპრომისგან" 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენას გეგმავს

აზერბაიჯანი "გაზპრომისგან" 3 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შეძენას გეგმავს
აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარი" რუსულ სახელმწიფო კომპანია "გაზპრომთან" 3 მილიარდი კუბომეტრი გაზის შეძენაზე, მოლაპარაკებას აწარმოებს,- აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია "სოკარის" ხელმძღვანელმა, როვნაგ აბდულაევმა განუცხადა.
 
"რუსული გაზის შეძენაზე ინტერესი ამ დრომდე არსებობს. ჩვენ გადავეცით ჩვენი წინადადება "გაზპრომს". ჩვენ გვჭირდება ბუნებრივი აირი აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის რეზერვუარის შესავსებად და მისი სტაბილურობისათვის.

მეორე მხრივ, ჩვენ ვგევმავთ დამატებთი მოცულობის გაზი ჩვენს გაზის მარაგებში გადავიტანოთ, რათა მათი მაქსიმალური მოქმედება იყოს შესაძლებელი. გაზის საცავების მოცულობა 5 მილიარდი კუბომეტრია და საპილოტე პროექტის ფარგლებში, გვინდა მაქსიმალური შესაძლებლობა გამოვცადოთ", - განაცხადა აბდულაევმა.

მისივე განცხადებით, "სოკარი" ასევე აწარმოებს მოლაპარაკებას ირანთან სეზონური მომარაგებისთვის.

"ირანში ზაფხულის პერიოდში, ბევრი აუთვისებელი გაზი რჩება. მოლაპარაკებები მიდის იმისთვის, რომ ირანული გაზი ჩვენს საცავებში გადმოვიტანოთ და ზამთრის პერიოდში უზრუნველვყოთ ჩრდილოეთ ირანის რეგიონო ბუნებრივი აირით. ამჟამად ექსპერტები ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ.

აზერბაიჯანის ენერგოსისტემა იმდენად დივერსიფიცირებულია, რომ ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საწვავი გაზი და როგორც საწვავი ნავთობი (მაზუთი). იმის გამო, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფდა, მისი გამოყენება უფრო მომგებიანი გახდა, ვიდრე - გაზის. ჩვენ ჩვენს ეკონომიკურ გარიგებებს ისე ვახორციელებთ, რომ დაბალი ფასებით მაქსიმალური მოგება შევინარჩუნოთ", - ამბობს SOCAR-ის ხელმძღვანელი.

21.ივლისი.2019 14:50
17

მშენებლობის ბუმი დუბაიში და მდიდრული ვილები იაფად

ვრცლად
20.ივლისი.2019 18:40
932

რომელი ქვეყნები გამდიდრდებიან 2028 წლისთვის?

ვრცლად
20.ივლისი.2019 15:40
600

ყველაზე გავლენიანი ჩინური ბრენდების ტოპ-10

ვრცლად
20.ივლისი.2019 14:32
772

“სანამ ჩვენ "ვბერდებით", ისინი ფულს შოულობენ” - რუსულმა Face App-მა 10 დღეში $1 მლნ. გამოიმუშავა

ვრცლად
19.ივლისი.2019 23:10
604

Inditex-ის ამბიციური სტრატეგია

ვრცლად
19.ივლისი.2019 19:50
607

მიკროჩიპების მწარმოებელი Qualcomm 242 მილიონი ევროთი დააჯარიმეს

ვრცლად