მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალსოფლის ტყესთან ხანძარის ქრობის სამუშაოებში დილიდან სამი ვერტმფრენი ჩაერთო

5d6231a41670a
დავით ჯალაღონია
25.08.19 11:05
743
ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფლის ტყესთან ცეცხლის ქრობის სამუშაოებში დილიდან სამი ვერტმფრენი ჩაერთო.

გარდა ამისა, როგორც BM.GE–ს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში პირადი შემადგენლობა უწყვეტად მუშაობდა, პარალელურად კი გზის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობდა, რომ სახანძრო–სამაშველო ტექნიკა ცეცხლის ღია კერებამდე მივიდეს.

ასევე, ახალსოფელში შექმნილია საკოორდინაციო შტაბი.

რაც შეეხება გორის რაიონის სოფელ საყავრეს ტყეში არსებულ ვითარებას, უწყების ინფორმაციით, აქ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

"მეხანძრე–მაშველები ლოკალიზებული ტერიტორიის მონიტორინგს და ცალკეული კერების დამუშავებას მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა. აქ ვერტმფრენის გამოყენების საჭიროება აღარ არის. ადგილზე რჩება პირადი შემადგენლობა და შტაბი. ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება", – განმარტავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.