მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალსოფელთან ტყეში ხანძრის ადგილზე ტექნიკის შესაყვანად გზა გაიჭრება

5d6158b434c32
დავით ჯალაღონია
24.08.19 19:29
869
ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელთან გაჩენილი ხანძრის ადგილთან მისასვლელად ტყეში გზის გაჭრა და შედეგად სახანძრო–სამაშველო ტექნიკის შეყვანა იგეგმება.

ამის შესახებ BM.GE შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დილიდან მუშაობას ვერტმფრენები განაახლებენ, ცოცხალი ძალა კი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

რაც შეეხება გორის რაიონში, სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილ ცეცხლს, უწყების ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, ამ ეტაპზე ცალკეული მონაკვეთების დამუშავება მიმდინარეობს და ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არის. ამასთან, მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს.