მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ვალდებულება სამშენებლო კომპანიებისთვის - რაზე მუშაობს მერია

5d2d9d626fa44
თელარა გელანტია
16.07.19 14:05
1442
თბილისის მერია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმის შექმნაზე მუშაობას იწყებს.

ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს კონკრეტულ საამშენებლო ობიექტს უნდა ჰქონდეს წყალარინების სისტემის საკანალიზაციო სისტემაზე დაერთების პროექტი.

„სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ როდესაც მშენებლობის ნებართვა გაიცემოდა, წლების განმავლობაში ეს მოთხოვნები გათვალისწინებული არ იყო და სავალალო შედეგი მივიღეთ. არ იყო ვალდებულება, წინასწარ შეეთანხმებინათ საკანალიზაციო სისტემაზე სამშენებლო ობიექტის დაერთების საკითხი. ეს საბოლოოდ იწვევდა იმას, რომ სხვადასხვა მშენებლობის დროს წყალარინები ერთდებოდა არა ამ ქსელზე, არამედ სანიაღვრე სისტემაზე, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ GWP-ის აქვს გამართული გამწმენდი სისტემა, კანალიზაცია სანიაღვრეებიდან მტკვარში ჩაედინებოდა,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ახლახან იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც თბილისის მერიამ მიიღო გრანტი, დედაქალაქის სანიაღვრე სისტემის აღწერის მიზნით.