12.სექტემბერი .2019 18:00

ახალი IPHONE-ის პრეზენტაციის შემდეგ Apple–ის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

views 421
უკან

Apple-ის კაპიტალიზაციამ პირველად 2019 წლის განმავლობაში 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. დასავლური მედიის ცნობით, ახალი iPhone-ის, Apple TV + სერვისისა და კომპანიის სხვა პროდუქტების პრეზენტაციის შემდეგ საბაზრო ღირებულებით, ამერიკული კომპანია Apple, Microsoft-ის შემდეგ, კაპიტალიზაციის თვალსაზრისით მეორე პოზიციაზეა. NASDAQ–ის მონაცემების მიხედვით, კომპანიის კაპიტალიზაცია 1.010 ტრილიონ დოლარამდე ავიდა.

ოთხშაბათს, ვაჭრობის დასრულებისთანავე, Apple–ის აქციების ფასები 3,18%-ით გაიზარდა და 223.59 დოლარს მიაღწია. Apple–ის აქციების ზრდა 10 სექტემბერს, კომპანიის ახალი პროდუქციის ყოველწლიური პრეზენტაციის შემდეგ დაიწყო. სამშაბათს ვაჭრობის დახურვისას კი ისინი 1.18%-ით მეტი ღირდა, რაც Bloomberg-ის ცნობით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო გასული წლის ნოემბრის დასაწყისიდან.

Apple-ის შეფმა ტიმ კუკმა სტივ ჯობსის თეატრში პრეზენტაციაზე, სმარტფონების ახალი თაობა, Apple Watch, Apple TV და iPad-ების აფდეითები წარადგინა. ამ ღონისძიებას iPhone-ის ფანები დიდი ხანია მოუთმენლად ელოდნენ. სავარაუდოდ, ამდენ ნოუ-ჰაუსა და ინოვაციას არცერთი მათგანი არ ვარაუდობდა.





ახალი "iPhone 11" სამი ვარიანტისაა. ორ ტოპ მოდელს დამატებით Pro და Pro Max ჰქვიათ. ორივე მათგანს OLED-დისპლეი აქვს. "iPhone 11" Pro 5.8, ხოლო Pro Max 6.5 დიუმიანი ეკრანული დიაგონალით არის წარმოდგენილი. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ახალი პროცესორი A13 Bionic-ით, უფრო მეტ გადამამუშავებელ ენერგიას მიაწვდის ტელეფონებს, ვიდრე მათ წინამორბედებს შეეძლოთ.

ამ სეზონზე ყველაზე გასაოცარი სიახლე, სმარტფონების უკანა სამმაგი კამერაა. სხვა მწარმოებლების მსგავსად, Apple საუკეთესო ფოტოების გადასაღებად სამ სენსორს და ლინზას იყენებს. ამგვარად კომპანიის ახალ ტელეფონებს 12 მეგაპიქსელიანი სენსორი ოპტიკური ორმაგი მასშტაბით და 12–მეგაპიქსელიანი სენსორი სუპერ ფართო კუთხის ლინზებით ექნებათ.