10.მარტი .2016 19:57

ახალი iPhone-ის პრეზენტაცია, შესაძლოა 21 მარტს შედგეს

views 1194
უკან

The Washington Post-ის ინფორმაციით, ამერიკულმა კორპორაციამ ახალი სმარტფონი iPhone და პლანშეტი iPad შესაძოა 21 მარტს წარადგინოს. მოსალოდნელია, რომ Apple წარადგენს 4 დიუმიან სმარტფონს iPhone 5SE, რომელის ზომაც iPhone 5S-ის ანალოგია. თუკი მოწყობილობა რომელიც iPhone 6s (4,7 დიუმით) და iPhone 6S Plus-ზე (5,5 დიუმით) პატარა აღმოჩნდება, იქნება უფრო იაფი, რაც ამერიკულ კორპორაციას საშუალებას მისცემს ეფექტური კონკურეცია გაუწიოს ჩინურ და ინდურ პროდუქციას. Apple-მა ასევე შესაძლოა წარადგინოს 9,7 დიუმიანი პლანშეტი iPad Pro, რომელიც დისტანციურ კლავიატურას უერთდება. პლანშეტი იქნება უფრო მცირე ზომის ვიდრე ტრადიციული iPad Pro (12,9 დიუმით), მეხსიერების ბარათის მოცულობა ისეთივე იქნება როგორც სტანდარულ მოწყობილობაში. ასევე გამოცემის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ Apple წარადგენს, ახალ ბრენდებს რომლებიც კომპანიის, ჭკვიანი საათების Apple Watch_ის წარმოებისას ითანამშრომლებენ.