21.მარტი .2016 19:41

ახალი BMW X7 გაყიდვაში 2019 წლამდე გამოვა

views 2304
უკან

BMW X7 გაყიდვაში 2019 წლამდე გამოვა. ინფორმაციას ჩრდილოეთ ამერიკაში BMW-ს გენერალური დირექტორი ლიუდვიგ უილიში ავრცლებს. BMW X7-ის გამოშვების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, მისი წარმოებაში ჩაშვება ჯერ კიდევ 2013 წელს იყო დაანონსებული. გერმანული კომპანია კონცეპტის მომზადებას 2018 წლისათვის დაასრულებს და მისი წარმოება სამხრეთ კაროლინაში დაიწყება. კომპანია წლის განმავლობაში 45 ათასი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს.
 
მეშვიდე სერიის BMW-ს სედანის მახასიათებლებში მოხვდა, განახლებული პლატფორმა, ჰიბრიდული მოდიფიკაცია, ბენზინის და დიზელის I6 და V8 ძრავები. ავტომობილის სავარაუდო ღირებულება გერმანიაში 130 ათასი ევრო იქნება.