06.მაისი .2016 17:20

ავტოიმპორტიორებს ავტომობილების ექსპორტის გაზრდის კონკრეტული გეგმა აქვთ

views 1254
უკან

ავტოიმპორტიორებს ავტომობილების ექსპორტის გაზრდის კონკრეტული გეგმა აქვთ. "კავკასიის ავტოიმპორტის" ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, ავტომობილების ექსპორტის გაზრდის ერთ-ერთი გზა განბაჟებული ავტომობილების გაყიდვა იქნება. გიორგი სუპატაშვილის თქმით, თუ სახელმწიფო შემსყიდველს, რომელსაც ქვეყნიდან გაყავს მანქანა, ავტომობილის განბაჟებისას გადახდილ აქციზის საფასურს დაუბრუნებს, ამით ქართველი ავტოიმპორტიორები უფრო კონკურენტუნარიანები გახდებიან, იგივე მეზობელ რუსეთთან შედარებით, სადაც რუბლის გაუფასურების გამო ავტომობილები საგრძნობლად გაიაფდა.

როგორც სუპატაშვილი ამბობს, მსგავსი პრაქტიკა მოქმედებს ძალიან ბევრ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაშიც.

შესაბამისი პროექტის მონახაზი უკვე არსებობს, რომელიც ავტოიმპორტიორებმა პარლამენტს უკვე გააცნეს. როგორც გიორგი სუპატაშვილი ამბობს, თუ პროექტმა კანონის სახე მიიღო, რისი მზაობაც პარლამენტმა უკვე გამოთქვა, მას უარყოფითი ფისკალური ეფექტი არ ექნება, რადგან პროექტი შესაბამის გათვლებს ეფუძნება.