მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრიის ყოფილი კანცლერი რუსეთის რკინიგზის საზედამხედველო საბჭოს უხელმძღვანელებს

5d306ff701d1f
მიხეილ ხაჩიძე
18.07.19 22:00
2567
რუსეთის სახელმწიფო რკინიგზის საზედამხედველო საბჭოს ხელმძღვანელად ავსტრიის ყოფილი კანცლერი ინიშნება - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული Spiegel ავრცელებს.

გავლენიანი გამოცემის ცნობით, 53 წლის ქრისტიან კერნის რუსეთში მიწვევის მიზეზი არა - მისი პროფესიონალიზმი, არამედ რუსეთისადმი მისი ლოიალური დამოკიდებულებაა.

როგორც ცნობილია, ავსტრიის მთავრობის ყოფილი მეთაური, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, ხშირად აკრიტიკებდა და ევროპაში პუტინის პოზიციებსაც ერთგვარად იცავდა.

აღსანიშანვია ისიც, რომ ქრისტიან კერნი კანცლერობამდე ავსტრიის რკინიგზის ხელმძღვანელი იყო.