მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან ქურცმა პრეზიდენტს შს მინისტრის დათხოვნით მიმართა

5ce2dffc67572
მიშა ხაჩიძე
21.05.19 00:00
619
პოლიტიკური ქაოსი ავსტრიაში - სკანდალური ფარული ჩანაწერების შემდეგ, ქვეყნის კანცლერმა სებასტიან ქურცმა პრეზიდენტს შინაგან საქმეთა მინისტრის დათხოვნით მიმართა.

როგორც სებასტიან ქურცმა გადაწყვეტილების მიზეზად განმარტა, შს მინისტრ ჰერბერტ კიკლის პოსტზე ყოფნის პერიოდში საქმის დეტალური შესწავლა და დადგენა შეუძლებელია.

კანცლერმა პრეზიდენტ ვან დერ ბელენს შესთავაზა, გადაყენებული მინისტრის ნაცვლად პოსტზე დროებით ექსპერტი დანიშნონ.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა გამოცემებმა ავსტრიის ფარული ვიდეო-ჩანაწერები შაბათს გაავრცელეს. სკანდალური მასალიდან ჩანს, რომ ავსტრიის ვიცე-კანცლერი რუსი ოლიგარქებისგან საარჩევნო პროცესში დახმარებას ითხოვს, სანაცვლოდ მათ ავსტრიაში რუსული გავლენების გაძლიერებას ჰპირდება.

ჰაინც-კრისტიან შტრახე დაკავებული თანამდებობიდან კორუფციის მამხილებელი ვიდეოს ინტერნეტში გავრცელების შემდეგ, მეორე დღესვე გადადგა.

ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა სებასტიან კურცმა კი, მმართველი კოალიციის დაშლის შესახებ გამოაცხადა, რის გამოც ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.