14.აგვისტო.2019 15:32
ეკონომიკა

ავსტრიის ელჩი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის - ეკონომიკის სამინისტრო

ავსტრიის ელჩი საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის - ეკონომიკის სამინისტრო
„მე ძალიან ვამაყობ, რომ ავსტრიული კომპანიები, მათ შორის, „დოპელმაიერი," იმყოფებიან და ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში - მათ ზუსტად იციან ლანდშაფტის მოთხოვნები, იციან, თუ როგორ უნდა განვითარდეს მთა, ვინაიდან, მთები ამ ქვეყნისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ავსტრიისთვის. მთების შემდეგ, ტურიზმი ჩვენთვის მთავარი ბიზნესსექტორია. ძალიან კარგი ინვესტიციაა ფრისტაილის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება, რადგან ეს თვალსაჩინო გავლენას მოახდენს ტურიზმზე და აამაღლებს ქვეყნის ცნობადობას“, – ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ ბაკურიანში საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ელჩის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის სწორი მიმართულებით ხდება ურთიერთობების განვითარება ტურიზმისა და ბიზნესის სექტორებში არსებული პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად.

„საქართველო და ავსტრია ძალიან ჰგავს ერთმანეთს - არ ვგულისხმობ მხოლოდ ლანდშაფტს და ღვინის ტრადიციას. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ და მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას შესანიშნავი თანამშრომლობისთვის, რომელიც შეეხება არა მხოლოდ ამ სექტორს - მთის კურორტების განვითარებას, არამედ ტურიზმისა და ბიზნესის სექტორებს. პოტენციალი ჯერ ბოლომდე არ არის გამოყენებული და ვფიქრობ, სწორი მიმართულებით ვავითარებთ ურთიერთობებს“, - განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ.

დღეს ბაკურიანში ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან" სამი ახალი საბაგიროს მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. საბაგიროების საერთო სიგრძე 5 კილომეტრი იქნება, რაც დაახლოებით, 20 კმ. სათხილამურო-სასრიალო ტრასასა ნიშნავს. პროექტი დიდველის ტერიტორიაზე განხორციელდება.


ავტორი: თელარა გელანტია

21.აგვისტო.2019 19:30
52

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
60

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
100

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:29
175

ნიკა გვარამია: ვაკეთებ ამბიციურ TV-ს, ინვესტორები - არის... ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:01
79

ჩოგოვაძე: Ryanair-ის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა - საქართველოს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 17:13
108

ნათია თურნავა: „საქართველოს პრემიერსა და „რაინეარს" შორის გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ 2019 წელს დაანონსებულ სამ მიმართულებას კიოლნის მიმართულებაც დაემატება"

ვრცლად