მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრიის ელჩი: მუდმივად გვიწევს საქართველოში გადაწყვეტილების მიუღებლობის პრობლემასთან შეჭიდება

5cf28f3024b30
ელენე ჩომახიძე
01.06.19 19:52
12352
ავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო იმ ფაქტორებზე საუბრობს, რაც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.

"იცით, მე ვფიქრობ რომ საქართველოში თაობათა კონფლიქტია, რადგან აქ არის ერთი ჯგუფი, რომელსაც სურს, რომ დასავლეთის ნაწილი იყოს და არსებობს მეორე ჯგუფი, რომლებიც დინოზავრებს ჰგვანან და სულ სხვა ღირებულებები აქვთ, რითიც რაც ყველაზე მნიშნველოვანია, აფერხებენ სწორედ პირველი ჯგუფის წინსვლასა და განვითარებას.

პირადად ავსტრიის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენ მუდმივად გვიწევს საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება და გამკლავება, რასაც გადაწყვეტილების მიუღებლობა და გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების ნაკლებობა ჰქვია. სწორედ ეს წარმოადგენს ყველაზე დიდ დამაბრკოლებელ ფაქტორს, საქართველოში ბიზნესის კეთებაზე როცა მიდგება საქმე. პრობლემაა ისიც, რომ აქ სიმართლეს იშვიათად გეუბნებიან. გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, გამოვყოფდი პრობლემას სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, რადგან აქ ჩვენ ხშირად ვაწყდებით გამჭვირვალობის არარსებობას გადაწყვეტილებების მიღებისას.

და ბოლოს, მაინც იმით დავასრულებდი ამ კითხვაზე პასუხს, რომ ძირითად პრობლემას ისევ და ისევ თაობებს შორის პრიორიტეტების თვალსაზრისით არსებულ შეუთანხმებლობაში ვხედავ, რაც აღვივებს საბჭოთა ნარატივს და ამგვარ მიდგომებს ამკვიდრებს ქვეყანაში", – განაცხადა ელჩმა BMG–სთან ინტერვიუში.