16.მაისი .2019 00:35

ავსტრიაში McDonald’s-ები აშშ-ის საკონსულოს ფუნქციას შეითავსებენ

views 485
უკან

McDonald’s-ების ქსელი, ავსტრიის მასშტაბით, ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოს ფუნქციებს შეითავსებს.

დღეიდან, 15 მაისიდან, ინოვაციური სერვისი ავსტრიაში McDonald’s-ის 194-ივე ფილიალში ამოქმედდება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ავსტრიაში აშშ-ის ელჩმა და სწრაფი კვების ობიექტების ქსელის ხელმძღვანელმა მოაწერეს.

შეთანხმების მიხედვით, ამერიკის მოქალაქეებს, რომლებსაც პრობლემა შეექმნებათ: მაგალითად, დაკარგავენ პასპორტს ან გაძარცვავენ და ა.შ. ან კიდევ სხვა ნებისმიერი სახის საკონსულო მომსახურება დასჭირდებათ, ვენაში განთავსებულ საკონსულოს აღარ უნდა მიაკითხონ -  მათ დახმარებას McDonald’s-ების ფილიალში გახსნილ ე.წ. საკონსულო სერვის ცენტრებში აღმოუჩენენ.

ინოვაციური პროექტის იდეის ავტორი ავსტრიაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩია.

როგორც ავსტრიულ მედიას McDonald’s-ის პრეს-სამსაუხრმა განუმარტა, გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ McDonald’s ამერიკელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ავსტრიაში კი - მისი 200-მდე ფილიალია.