02.მაისი .2016 20:44

ავსტრალიელმა ბიზნესმენმა თავი ბიტკოინის შემქმნელად დაასახელა

views 1379
უკან

ავსტრალიელმა ბიზნესმენმა კრეიგ რაიტმა საკუთარი თავი ბიტკოინების შემქმნელად დაასახელა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. ადრე ვალუტის შემქმნელად სატოში ნაკაოტი ითვლებოდა. რაიტმა განაცხადა რომ სწორედ ის არის ნაკამოტი. BBC-ის ცნობით, რაიტმა წარმოადგინა ტექნიკური მტკიცებულებები იმის, რომ სწორედ ის არის ბიტკოინის შემქმნელი.
 
ვალუტის შემმუშავებელმა ჯგუფმა ასევე დაადასტურა, რომ ბიტკოინის შემქმნელი სწორედ რაიტია. რაიტი დაუკავშირდა სამ მედიასაშუალებას BBC, The Economist-ს და GQ იმისთვის, რომ მათთვის ეს ინფორმაცია მიეწოდებინა და ეცნობებინა რომ თავად არის ბიტკოინის შემქმნელი.

რაიტმა განაცხადა, რომ მისი მიზანია რომ გააგრძელოს მუშაობა და ჭორები ამ საკითხზე დასრულდეს. მთელი ამ დროის განმავლობაში, რაც ბიტკოინი არსებობს მედია მათ შორის The News Yorker, Fast Company, Newsweek უშედეგოდ იკვლევდნენ ეჭვებს ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი ვალუტის შექმნელი.

2015 წლის დეკემბერში ჟურნალებმა Wired და Gizmodo მიიღეს რაიტისგან მოპარული დოკუმენტები, რომლის საფუძველზეც გამოცემები წერდნენ რაიტის შესახებ როგორც ბიტკოინის შემქმნელზე. ამის შემდეგ ავტრალიის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა რაიტის სახლის ჩხრეკის ორდერი გასცეს. ქვეყნის ხელისუფლებამ რაიტის მიმართ საგადასახადო შემოწმება განახოცრიელა და დაიწყო გამოძება გადასახადების გადახდის კანონიერების ნაწილში.

"ჩვენ გვყავს ადვოკატები, რომლებიც ცდილობენ გაარკვიონ, რამდენი უნდა გადავიხადო. ძალიან ბევრი ისტორია გაჩნდა ამის შესახებ და მე არ მინდა ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ტკივილი მივაყენო. მე არ მინდა რომ რომელიმე მათგანი ამ ისტორიაში იყოს ჩათრეული", - განაცხადა რაიტმა.

"მე ეს გავაკეთე არა იმისთვის, რომ ეს მინდოდა - ეს არ არის ჩემი არჩევანი. არ მინდა ვიყო საჯარო ფიგურა და უკეთესი იქნებოდა ჩემი სახელი არ გამხდარიყო საჯარო. მაგრამ მინდ გავაგრძელო მუშაობა, ვაკეთო ის რასაც ვაკეთებ. არ მჭირდება არც ფული, არც დიდება არც ჩემით აღფრთოვანება. მინდა რომ დამანებონ თავი", - განაცხადა მან.