მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიასანქციების გამო, TAV Georgia-ში წლიურად მგზავრთკანადის 12%-14%-იან შემცირებას პროგნოზირებენ

5d5d2b9864e98
თელარა გელანტია
21.08.19 15:30
673
რუსეთის მიერ დაწესებული ავიასანქციების გამო, TAV Georgia-ში 2019 წლისთვის მგზავრთკანადის 12%-14%-იან შემცირებას პროგნოზირებენ.

TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილის თეა ზაქარაძის თქმით, ივლისში მგზავრთნაკადის 14%-იანი კლება დაფიქსირდა.

"ივლისში გვქონდა მგზავრთნაკადის 14%-იანი კლება და აგვისტოში უფრო მეტი კლებაა. შესაბამისად, არ ვიცი სექტემბერ-ოქტომბერი როგორ წავა, მაგრამ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, სავარაუდოდ, წლის ბოლოს 12%-14%-იანი კლება გვექნება“, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.