28.მარტი .2016 19:05

ავიაკომპანია "აეროფლოტი" ბილეთების ფასის გაზრდას განიხილავს

views 1006
უკან

ავიაკომპანია "აეროფლოტი" ბილეთების ფასების გაზრდას განიხილავს. კომპანიის ხელმძღვანელობა ბილეთების ფასების შესაძლო ზრდას მოსკოვის აეროპორტებში მომსახურების გაძვირებას უკავშირებს. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ავიაკომპანია ბაზარს ადევნებს თვალყურს და ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
 
"თუ კი ყველამ გაზარდა ფასები, ჩვენც რაღაც უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ სპეციალურად ამას არ გავაკეთებთ. თუმცა, წამგებიანი ფრენასაც ვერ განვახორციელებთ. თუ კი ჩვენ წარმოების ღირებულებას ვერ გავუმკლავდებით, დანაკლისს მივიღებთ, რისი დაშვებაც შეუძლებელია", - განაცხადა "აეროფლოტის" გენერალურმა დირექტორმა.