მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანია Eurowings ფასებს ამცირებს

5d1215bccd510
მიხეილ ხაჩიძე
25.06.19 23:30
1416


ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების მიზნით, ავიაკომპანია Eurowings ფასების მასშტაბურ შემცირებას იწყებს.

Lufthansa-ს შვილობილ კომპანიაში აცხადებენ, რომ 2020 წლამდე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings , რომელიც მხოლოდ ევროპის მასშტაბით და ისიც მოკლე მარშრუტებზე დაფრინავს, ფასებს 15%-ით დაწევს.

გადაწყვეტილების მიზეზი კომპანიის არც თუ ისე სარფიანი მოგების წელია, Eurowings-სს Ryanair, Easyjet და Wizzair ევროპის მასშტაბით კონკურენციას უწევენ; მათაც ასევე ბილეთებზე საკმაოდ დაბალი ფასი აქვთ.