04.დეკემბერი.2015 18:37
მსოფლიო

ავიაგადამზიდავი Ryanair-ი კომპანია Google-ს სასამართლოში უჩივის

ავიაგადამზიდავი  Ryanair-ი კომპანია Google-ს სასამართლოში უჩივის
ირლანდიური საბიუჯეტო ავიაგადამზიდავი Ryanair-ი კომპანია Google-ს და eDreams უზენაეს სასამართლოში უჩივის. ავიაკომპანია მათ არაკეთილსინდისიერ რეკლამაში ადანაშაულებს. Ryanair-ის უფლებადამცველთა პოზიციის მიხედვით, საძიებო სისტემა "გუგლი" ინტერნეტ პორტალს საშუალებას აძლევს ტურების უკანონო ონლაინ დაჯავშნები განხორციელდეს ყალბი დომენის www.ryanair.eDreams.com გამოყენებით. მომჩივანი კომპანიის მტკიცებით, eDreams-ი Ryanair-ის ვებ-გვერდის მსგავსი დიზაინის და კონტენტის დომენს იყენებს და ყიდის ავიაბილეთებს რეალურთან შედარებით გაზრდილ ფასად. მას შემდეგ რაც Google-მა და eDreams-მა უარი თქვეს დამკვიდრებულ პრაქტიკა შეეცვალათ, ავიაკომპანიამ უზენაეს სასამართლოს მიმართა. კომპანია eDreams-ში არ იზიარებენ ავიაგადამზიდავის პოზიციას, Google-ის წარმოადგენლობას კი თემაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

16.ივლისი.2019 00:20
86

ეგვიპტის ფარაონის სნეფრუს პირამიდა ტურისტებისთვის იხსნება

ვრცლად
16.ივლისი.2019 00:10
66

აშშ-ის სანქციების გამო, კუბა ტურისტების შემცირებას ელოდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 00:05
174

ვენის აეროპორტის რესტავრაციისთვის 500 მლნ ევრო გამოიყოფა

ვრცლად
15.ივლისი.2019 23:00
18

ტროპიკულმა ქარიშხალმა ნავთობისა და ბუნებრივი აირის წარმოებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა

ვრცლად
15.ივლისი.2019 22:00
40

ინდოეთის მთავარეზე მისია ამჯერად ჩაიშალა

ვრცლად
15.ივლისი.2019 16:19
240

ბრიტანელ მათემატიკოს ალან ტიურინგს £50 ფუნტიან ბანკნოტზე გამოსახავენ

ვრცლად