14.აგვისტო .2019 17:16

ავია-აკრძალვა Apples -ისთვის - MacBook Pro-ს თვითმფრინავებში ატანა იზღუდება

views 1277
უკან

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ავიაციის ადმინისტრაციამ თვითმფრინავის ბორტზე MacBook Pro-ს ატანა აკრძალა.


საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, შეზღუდვა 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე გამოშვებულ Apples-ის პროდუქციას ეხება.

როგორც ცნობილია, Retina-ს ეკრანით აღჭურვილ 15-დიუმიან MacBook-ს ბატარეის პრობლემა აქვს, ის გადახურების შემდეგ შესაძლოა აალდეს. სწორედ ეს ხარვეზი გახდა ბორტზე მისი აკრძალვის მიზეზიც.

როგორც აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოში განმარტავენ, ახალი რეგულაციის შესახებ შეტყობინება ყველა ამერიკულ ავიაკომპანიას დაუგზავნეს.


შეგახსენებთ, რომ პრობლემის შესახებ ივნისში გახდა ცნობილი. კომპანია Apple-მა მაშინ განაცხადა, რომ 15-დუიმიანი MacBook Pro-ს ნაწილს უკან გაიხმობს და ბატარეას უფასოდ შეცვლის.