12.სექტემბერი .2019 14:55

აუდიტის სამსახურის 33 ანგარიშს საგამოძიებო უწყებები სწავლობენ

views 699
უკან

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ამ წუთებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს ირაკლი მექავბიშვილს უსმენენ.

მთავარი აუდიტორი პარლამენტს აუდიტის სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს და დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

გასულ წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 90 აუდიტი ჩაატარა, საიდანაც 33 აუდიტის ანგარიში სამართალდამცავ სტრუქტურებს გადაეგზავნა.

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დაინტერესდა, ბოლო წლებში რამდენად მზარდია აუდიტის შედეგად გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობა და რამდენად სწრაფად და ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება.

მთავარი აუდიტორის თქმით, სტატისტიკა მზარდია, რადგან 2017 წელს აუდიტმა საგამოძიებო ორგანოს 11 ანგარიში გაუგზავნა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 33 იყო.

"რაც შეეხება შედეგებს, ჩვენი ინფორმაციით, პრაქტიკულად ყველა საქმეზე არის საქმე აღძრული, სხვადასხვა მიმართულებით. რამდენიმე საკითხში გამოძიებები დასრულებულია და მიმდინარეობს სასამართლო პროცესი", - აცხადებს ირაკლი მექვაბიშვილი.

აუდიტის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 25 ფინანსური და 53 შესაბამისობის აუდიტი, რაც მთლიანი განხორციელებული აუდიტორული საქმიანობის 87%-ს შეადგენს.

ჩატარებული აუდიტების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ჯამურმა მოცულობამ 66 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნული ძირითადად წარმოადგენს საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს და არ მოიცავს აღრიცხვა¬ანგარიშგების მიმართულებით იდენტიფიცირებულ ნაკლოვანებებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა