მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში პირველი ლიცენზირებული ვიდეო თამაშების საშუალო სკოლა შეიქმნა

5c98dae5d593d
ლევან თაღიაშვილი
26.03.19 00:30
773
ატლანტაში პირველი ვიდეო თამაშების ლიცენზირებული სკოლა შეიქმნა.

CNN Money წერს, რომ მსგავსი ტიპის სკოლები უახლოეს მომავალში 8 შტატში გაიხსნება.

ამერიკის საშუალო სკოლების ასოციაცია აცხადებს, რომ ალაბამას, მისისიპის და ტეხასის საშუალო სკოლებიც შეითავსებენ ამ ფუნქციას და შესაბამისი აპარატურით აღიჭურვებიან.

ვიდეო თამაშები დიდი ხანია ოფიციალურ სპორტის სახეობადაა რეგისტრირებული და მისი ბაზარი 2019 წელს უკვე $1 მილიარდს ითვლის. გარდა ამისა, ინტერნეტ თამაშების მიმდევრების რაოდენობა  მსოფლიოს მასშტაბით 454 მილიონს ცდება.

სკოლის დირექტორის, ბრაიან პრუკსის განცხადებით, დაწესებულების მიზანი ახალგაზრდების მომზადება და მათი სათამაშო ხარისხის ამაღლებაა იმისათვის, რომ მომავალში შეძლონ ეს გატაცება პროფესიად აქციონ და პროფესიონალად ჩამოყალიბდნენ.

იდეას მხარი ერთ-ერთმა ცნობილმა გეიმერმა ბენჟამინ ლუპომაც დაუჭირა, რომლის ქონებაც 700 000 დოლარადაა შეფასებული.