24.ივნისი .2019 23:40

აშშ საქართველოსთვის $62 მილიონიან საგრანტო პროგრამას $90 მლნ-მდე ზრდის

views 4862
უკან

აშშ-სა სა ქართველოს შორის 2015 წელს გაფორმებულ საგრანტო შეთანხმებაში ცვლილებები შედის.

პროგრამის - „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ დაფინანსება 62 მლნ დოლარიდან 90 მლნ დოლარამდე იზრდება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხდებით, ცვლილების მიხედვით, იზრდება გრანტის გამოყოფილი მოცულობაც და იზრდება მისი ზედა ზღვარიც.

კერძოდ, გამოყოფილი მოცულობა იზრდება 29 მილიონი დოლარით და იქნება 90 მილიონი დოლარი, ხოლო მაქსიმალური ზღვარი იზრდება 35 მილიონი დოლარით და დაახლოებით, 130 მილიონ დოლარამდე იქნება.

„მიმართულებები, სადაც დამატებითი თანხები მიემართება, ეს არის კონფლიქტის მოგვარების კუთხით 2,3 მილიონი დოლარი, განათლების კუთხით 4 მილიონი დოლარია გათვალისწინებული, სოფლის მეურნეობის კუთხით ემატება 2,7 მილიონი დოლარი, ასევე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის კუთხით ემატება 18 მილიონი დოლარი, გარემოს დაცვის მიმართულებით კი -  1,1 მილიონი დოლარი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შესახებ მოხსენებით წარდგენისას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა