13.აგვისტო.2019 14:40
მსოფლიო

აშშ საიმიგრაციო კანონებს ამკაცრებს - Greencard-ზე წვდომა რთულდება

აშშ საიმიგრაციო კანონებს ამკაცრებს - Greencard-ზე წვდომა რთულდება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავრობა მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ რეგულაციებს ამკაცრებს.

მომავალში, ხელისუფლებამ შეიძლება განმცხადებლებს "მწვანე ბარათის" გაცემაზე უარი უთხრას იმ მიზეზით, რომ ისინი მთავრობის დახმარების რომელიმე პროგრამით სარგებლობენ.

განცხადება აღნიშნულის შესახებ საიმიგრაციო ოფისის (USCIS) დირექტორმა გააკეთა. კენ კუჩინელის თქმით, ახალი რეგულაციები ძალაში ოქტომბრის შუა რიცხვებიდან შევა.


საიმიგრაციო კანონები შეიცავს ისეთ დებულებებს, რომლებიც ხელისუფლებას საშუალებას  აძლევს, უარი თქვან ემიგრანტი რეზიდენტისთვის მუდმივ ბინადრობის გაცემაზე, რაც აქამდე ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. მაგალითისთვის, ახლა ახალ რეგულაციებში ჩაწერილია  მრავალი დახმარების პროგრამა, რომლით სარგებლობაც შესაძლოა Greencard-ზე უარის საბაბი გახდეს. მათ შორისაა: საკვებით დახმარების, საბინაო სუბსიდიებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსების პროგრამებით სარგებლობა, რომლებიც მთავრობის მიერ ფინანსდება. 

ამასთან, ახალი განკარგულებით, "მწვანე ბარათის" კანდიდატებმა უნდა დაადასტურონ, რომ ისინი არ იქნებიან ტვირთი შტატებისთვის და ფინანსურად საკუთარი თავის უზრუნველყოფას შეძლებენ.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საიმიგრაციო სისტემის რეფორმირებას უკვე დიდი ხანია ითხოვს.

ცნობისათვის, ყოველწლიურად Greencard-ის გათამაშებაში მონაწილეობას დაახლოებით, 540.000 ადამიანი იღებს.

ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

23.აგვისტო.2019 16:20
48

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა

ვრცლად
23.აგვისტო.2019 11:20
145

Tesla გერმანიაში ქარხანას გახსნის

ვრცლად
23.აგვისტო.2019 00:10
568

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები - Forbes-ის რეიტინგი

ვრცლად
22.აგვისტო.2019 23:30
175

Virgin Galactic კოსმოსში ტურიზმის განვითარებას რამდენიმე თვეში გეგმავს

ვრცლად
22.აგვისტო.2019 23:00
199

Apple-ის ახალი სერვისი – "Apple TV +" ნოემბრიდან ამოქმედდება

ვრცლად
22.აგვისტო.2019 22:30
287

რა მდგომარეობაშია "Titanic“: კადრები ჩაძირული გემიდან

ვრცლად