მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში ხელახლა გაწევრიანდება

5d0904c321e86
შოთა ტყეშელაშვილი
18.06.19 19:24
1076
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აშშ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში (UNWTO) ში ხელახლა გაწევრიანდება. 

შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესახებ განცხადება თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ემა დოილმა, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით მიხედვით, აშშ ორგანიზაციაში გაწევრიანებით, აშშ-ის ტურისტული სექტორის გაძლიერებას მოელის. 

UNWTO გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქვეშ დაფუძნებულ კავშირს წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებს შორის ტურიზმის დარგში პარტნიორობის დაახლოებას და ტურიზმის სექტორის გაძლიერებას ემსახურება. 

ორგანიზაციაში 158 ქვეყანა არის გაწევრიანებული. დღეს მისი გენერალური მდივანი საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილია. ის ამ თანამდებობაზე 2017 წლის 12 მაისს აირჩიეს. 

საქართველო გაერთიანებული ერების ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 1993 წელს გახდა.