23.აპრილი.2019 00:10
მსოფლიო

აშშ-მექსიკა-კანადის ახალი შეთანხმება ამერიკას $68 მლრდ-ს მოუტანს

აშშ-მექსიკა-კანადის ახალი შეთანხმება ამერიკას $68 მლრდ-ს მოუტანს
აშშ-მექსიკა-კანადის ახალი შეთანხმება ამერიკას $68 მლრდ-ს მოუტანს.

როგორც Fox Business წერს, ახალი შეთანხმებით მიხედვით, აშშ-ის ეკონომიკა მისი 2 მეზობლისგან დამატებით $68.2 მილიარდ დოლარს მიიღებს და ჯამში, 176,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კვლევა, რომელშიც ეს რიცხვებია აღნიშნული, საერთაშორისო ვაჭრობის კომისიამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ახალი შეთანხმება თითქმის ყველა ინდუსტრიაზე მოახდენს გავლენას. მაგალითად გაიზრდება წარმოება, ექსპორტი, ანაზღაურება, დასაქმება და ა.შ.

რაც შეეხება ამერიკის ექსპორტს და გადაზიდვებს კანადასა და ამერიკაში, ის შესაბამისად, 5.9% და 6.7%-ით გაიზრდება. ექსპორტი $19 მილიარდს გადააჭარბებს, მექსიკაში გადაზიდვები კი - $14 მილიარდს.

სარგებელს, ცხადია შეთანხმების სხვა წევრებიც მიიღებენ - კანადიდან ამერიკის ექსპორტი 4.8%-ით გაიზრდება, მექსიკიდან კი - 3.8%-ით.

მიუხედავად ამისა, ყველაფერი ისე არ მოგვარდა, როგორც ამას ტრამპის ადმინისტრაცია ელოდა, რადგან ავტოინდუსტრიაში 76,000-ის ნაცვლად 28,000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც კვლევის მიხედვით, ამერიკაში ავტომობილების მოხმარებას შეამცირებს და ფასებიც მცირედით მოიმატებს.

ახალ შეთანხმებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა საკანონმდებლო ორგანოშიც. სენატორი ჩაკ გრასლი აცხადებს, რომ შეთანხმება უფრო სამართლიან პირობებს შესთავაზებს ამერიკის მოქალაქეებს, ასევე გაუმჯობესდება ბიზნესის მდგმარეობაც, რადგან ახალი ხელშეკრულება ძირითადად სავაჭრო ტარიფების გაუქმებასა და გამარტივებაზეა ორიენტირებული.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ამ 3 ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა $1.2 ტრილიონი დოლარი იყო.
ავტორი: ლევან თაღიაშვილი

16.ივნისი.2019 00:10
601

ყველაზე ძვირაღირებული სათამაშოების რეიტინგი

ვრცლად
15.ივნისი.2019 19:30
744

BrandZ : 2019 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები მსოფლიოში

ვრცლად
15.ივნისი.2019 16:13
871

Forbes: ყველაზე მდიდარი ემიგრანტი ქალები აშშ-ში

ვრცლად
14.ივნისი.2019 17:20
1493

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი 42 მილიონი სტუდენტისთვის სესხების განულების ინიციატივით გამოდის

ვრცლად
14.ივნისი.2019 00:10
775

თურქეთში გერმანელი ტურისტების რაოდენობა ისევ რეკოდრულად გაიზარდა

ვრცლად
14.ივნისი.2019 00:00
1178

რომელ ქვეყნებშია ე.წ. ჩაი შეურაცხყოფა? სად უნდა დატოვოთ "ჩაი" და სად არა

ვრცლად