მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა შესაძლოა, Huawei-ს მსგავსად, სანქციები სხვა ჩინურ კომპანიებზეც დააწესოს

5ce5578c9b66b
მიშა ხაჩიძე
22.05.19 23:05
634
აშშ-ის მთავრობამ შესაძლოა, huawei-ს მსგავსად, სანქციები სხვა ჩინურ კომპანიებზეც დააწესოს.

როგორც Bloomberg-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, შტატების ხელისუფლების „შავ სიაში“, სავარაუდოდ, კიდევ 5 ჩინური კომპანია მოხვდება, მათ შორის, Hikvision და Dahua ტექნოლოგიური ფირმები.

აღნიშნული კომპანიები აუდიო და ვიდეო სათვალთვალო სისტემების წარმოებით არიან დაკავებული.

შავ სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით, ინფორმაციის გავრცელებიდან ცოტა ხანში, Hikvision-ის აქციების ფასმა 10%-ით იკლო.

შეგახსენებთ, რომ გასული კვირის შემდეგ, ჩინური ტექნო გიგანტი Huawei აშშ-ის მთავრობის „შავ სიაშია“ მოხვედრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ შტატებში კომპანიასთან ბიზნეს ურთიერთობები ხელისუფლების ნებართვის გარეშე აკრძალულია.

გუშინ კი, ცნობილი გახდა, რომ Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა; კერძოდ, Google-ის გადაწყვეტილებით, Huawei-ის Android-ის ღია კოდის პროექტზე (ASOP) კავშირი შეუჩერდება, ხოლო ჩინური კომპანიის ახალ სმარტფონებს Google-ის მაღაზიაზე - Google Play Store-ზე წვდომა საერთოდ აღარ ექნებათ; ასევე შეუფერხდებათ კავშირი Gmail-თან;