მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა Huawei-ის წინააღმდეგ სანქციები 90 დღით გადაავადა

5ce40f5ea75e5
მიშა ხაჩიძე
21.05.19 18:46
989
აშშ-მა Huawei-ის წინააღმდეგ სანქციები 90 დღით გადაავადა.

გასული კვირის შემდეგ, ჩინური ტექნო გიგანტი Huawei აშშ-ის მთავრობის შავ სიაშია მოხვედრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ შტატებში კომპანიასთან ბიზნეს ურთიერთობები ხელისუფლების ნებართვის გარეშე აკრძალულია.

გუშინ კი, ცნობილი გახდა, რომ Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა; კერძოდ, Google-ის გადაწყვეტილებით, Huawei-ის Android-ის ღია კოდის პროექტზე (ASOP) კავშირი შეუჩერდება, ხოლო ჩინური კომპანიის ახალ სმარტფონებს Google-ის მაღაზიაზე - Google Play Store-ზე წვდომა საერთოდ აღარ ექნებათ; ასევე შეუფერხდებათ კავშირი Gmail-თან;

თუმცა დღეს, შტატებმა ჩინური კონცერნის მიმართ მკაცრი რეგულაცია შეასუსტა. ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მთავრობამ კორპორაცია Huawei-ს დროებითი ლიცენზია მისცა. კერძოდ, ჩინური კონცერნი 3 თვის განმავლობაში აშშ-ში საქმიანობას შეძლებს.

„კომპანიას შეუძლია 90 დღის განმავლობაში ამერიკული პროდუქცია შეიძინოს, რათა უკვე არსებულ სმარტფონებში Software-განახლება შეძლონ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

Huawei მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, ჩინური ტექნო კონცერნია. ამერიკული სადაზვერვო სამსახურები უკვე დიდი ხანია ვარაუდობენ, რომ კომპანია ჩინეთის სამხედროებსა და უსაფრთხოების სამსახურებს ჯაშუშურ საქმიანობაში ეხმარება.