მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის შემდეგ გერმანია - ბერლინი ჩინეთის მთავრობას ეკონომიკურ შპიონაჟში ადანაშაულებს

5d5a94f53098d
მიხეილ ხაჩიძე
19.08.19 16:22
1784
2018 წლის ბოლოს აშშ-მა ჩინეთი ინდუსტრიულ ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ვაშინგტონის მტკიცებით, ჩინელი ჰაკერები სახელმწიფო კონტრაქტების კომპიუტერულ სისტემებს ტეხდნენ და საიდუმლო ინფორმაციებს იპარავდნენ. ბრალდება პეკინში სასტიკად დაგმეს და კატეგორიულად უარყვეს. სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა ორი ქვეყნის სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობებიც, დაწესდა საბაჟო გადასახადები და შემცირდა პოლიტიკური კონტაქტები.


ახლა კი, ვითარება გერმანიასა და ჩინეთს შორის მწვავდება. გერმანული ბიზნეს პორტალის "Handelsblatt"-ის ცნობით, გერმანიის მთავრობა ჩინეთის ხელისუფლებას ეკონომიკურ შპიონაჟში ადანაშაულებს. როგორც გერმანიაში განმარტავენ, ჩინელი ჰაკერები, რომლებიც „Stone Panda“-სა და „Comment Crew“ -ს ჯგუფებს მიეკუთვნებიან, გერმანულ კომპიუტერულ სისტემებში იპარებიან, განსაკუთრებით, შეტევებს კერძო და სახელმწიფო ბიზნეს ობიექტებზე ახორციელებენ, ასევე -სამთავრობო უწყებებზეც.

გერმანელი უსაფრთხოების სპეციალისტების განმარტებით, ჩინელები ინიციატივებს, იდეებს მიღწევებსა და ნოუ-ჰაუს იპარავენ და შემდეგ მათ თავიანთ ქვეყანაში ნერგავენ.  გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კიბერშპიონაჟში ჰაკერებს მხარდაჭერა მაღალი ეშელონებიდან აქვთ.


”ჩინეთის სადაზვერვო სამსახურების ინტერესი აშკარად ემყარება ჩინეთის მთავრობის ეროვნულ და გლობალურ ინიციატივებს კიბერ შეტევების განხორციელებას და ამრიგად, ემსახურება ცოდნის არალეგიტიმურ გადაცემას ჩინეთის ეკონომიკური სექტორების გასაძლიერებლად”, - აცხადებს გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი.

გერმანიაში მიაჩნიათ, რომ ჩინეთი სხვა ქვეყნებზე კიბერთავდასხმების შედეგად, საკუთარი სახელმწიფოს ტექნოლოგიებსა და ეკონომიკურ სფეროს აძლიერებს. ბერლინი პეკინისგან ოფიციალურ განმარტებას ელოდება.