მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სენატში Facebook-ის კრიპტოვალუტას აკრიტიკებენ

5d2f41f16e4d2
მიხეილ ხაჩიძე
18.07.19 00:05
953
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში Facebook-ის კრიპტოვალუტას აკრიტიკებენ. BBC-ის ინფორმაციით, ტექნოგიგანტის შვილობილი კომპანიის Calibra-ს ხელმძღვანელმა ამერიკელი პოლიტიკოსების წინაშე ‘’ლიბრა’’ წარადგინა და დეტალებზე ისაუბრა. დაისვა უამრავი კითხვაც. სენატორების დამოკიდებულება მწვავეა. როგორც ისინი აცხადებენ, სანდოობის ფაქტორი საეჭვოა. Facebook ამ პროექტის გამო, თეთრი სახლის ლიდერმაც გააკრიტიკა.

თავად კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ციფრული ვალუტა 2020 წლიდან გამოჩნდება ბაზარზე. სოციალური ქსელის დამფუძნებელმა კრიპტოვალუტის შესახებ დეტალები ცოტა ხნის წინ წარადგინა. მარკ ცუკერბერგის განცხადებით, Libra 2020 წლიდან გამოვა და მაქსიმალური ყურადღება მის სტაბილურობაზე გაკეთდება.

Facebook-ს სურს, რომ კრიპტოვალუტა განვითარებად ქვეყნებში ადგილობრივი, ნაკლებად მყარი ვალუტების ალტერნატივად იქცეს.

ამჟამად, ყველაზე მსხვილ სოციალურ ქსელს 2 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ კრიპტოვალუტა მათ შემოსავლების წყაროების დივერსიფიკაციის საშუალებას მისცემს.