მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სანქციების გამო, კუბა ტურისტების შემცირებას ელოდება

5d2c77c26509d
მიხეილ ხაჩიძე
16.07.19 00:10
1625
ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების გამო, კუბაში ტურისტების რაოდენობა შემცირდება - როგორც ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა მანუელ მარერომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კუნძულოვან სახელმწიფოში წელს ვიზიტორების მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით 10%-ით შემცირდება.

კარიბის ქვეყანაში დაახლოებით, 5,1 მილიონ უცხოელ დამსვენებელს ელოდებოდნენ, თუმცა ამერიკული შეზღუდვების გამო, კუბას წინასწარი გათვლებით, 4,3 მილიონი ადამიანი ეწვევა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებით, შტატების მოქალაქეებს კუბაში მოგზაურობა აეკრძალათ, ასევე შეჩერდა საკრუიზო მარშრუტები კუმუნისტური წყობის ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმი კუბის ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა.