მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის სალეჩო: სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველია, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს

5d31d50b7164c
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.19 18:31
1047
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. დიპლომატიური წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს "რუსთავი 2"-ის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს. საელჩო აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ეს გადაწყვეტილება "აპოლიტიკურად და სამართლიანად" აღსრულდეს. 

"ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის საქმეზე 18 ივლისის გადაწყვეტილების ირგვლივ შექმნილ ვითარებას. სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სიტყვის თავისუფლების დაცვისა და მრავალფეროვანი მედია გარემოს შენარჩუნების საქმეში",- ნათქვამია განცხადებაში.