11.ივლისი .2019 17:05

აშშ-ის საელჩო სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისთვის $200,000-იან გრანტს აცხადებს

views 5816
უკან

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ახალი საგრანტო პროექტი დაანონსა. გრანტის აღწერაში ნათქვამია, რომ მისი ბენეფიციარი შეიძლება იყოს ორგანიზაცია, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებს $200,000-იან მხარდაჭერას სთავაზობს. 

"იმისათვის, რომ საქართველო მეტად კონკურენტუნარიანი იყოს ახალ საექსპორტო ბაზრებზე, მას სჭირდება ევროკავშირის რეგულაციების წარმატებით ათვისება. მოხარული ვართ, რომ ამ პროცესის სწრაფად და ეფექტურად გავლაში საქართველოს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი $200 000 დოლარამდე ოდენობის გრანტით დაეხმარება. საგრანტო კონკურსი ღიაა საქართველოში მოღვაწე ორგანიზაციებისათვის,"- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

საგრანტო პროექტის დეტალური აღწერა იხილეთ ბმულზე

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა