18.დეკემბერი .2015 11:45

აშშ-ის მთავრობა საქართველოში სკოლების განახლებისთვის 54 მილიონ დოლარს გამოყოფს

views 1432
უკან

აშშ-ის მთავრობა საქართველოში სკოლების განახლებისთვის 54 მილიონ დოლარს გამოყოფს და ჯამში 100 სკოლას გაარემონტებს. ამერიკის საელჩოს ცნობით, სამუშაოები უკვე დაწყებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სკოლებში.
 
"საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს ბევრ სკოლას, განსაკუთრებით რეგიონებში, დახმარება სჭირდება. ამიტომ, აშშ-ის მთავრობა მთელ საქართველოში სკოლების განახლებისთვის 54 მილიონ დოლარს გამოყოფს. სამუშაოები დაიწყო მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 30 სკოლაში. საბოლოოდ კი საქართველოში 100 სკოლა გარემონტდება.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ პროექტის განხორციელებისათვის!", - წერს ამერიკის საელჩო საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.