22.მაისი .2019 20:20

აშშ-ის მიერ Huawei-ისთვის სანქციების შემსუბუქებას ბირჟებზე ზრდა მოჰყვა

views 380
უკან

აშშ-ის მიერ ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Huawei-ისთვის სანქციების 90 დღით გადავადებას ამერიკულ ბირჟებზე მცირედი აღმავლობა მოჰყვა. 

Dow-Jones-ის ინდექსს გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 0.8 პროცენტიანი მატება მოჰყვა, ორშაბათის ვაჭრობაზე კი, საფონდო ბირჟებზე Huawei-ს სანქციების გამო შედარებით თავშეკავებული ვაჭრობა იყო.

ჩინური ტექნო გიგანტი Huawei აშშ-ის მთავრობის შავ სიაში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შტატებში კომპანიასთან ბიზნეს ურთიერთობები ხელისუფლების ნებართვის გარეშე აკრძალულია.

ორი დღის წინ კი, Google-მა Huawei-ს Android-ის ლიცენზია შეუჩერა; კერძოდ, Google-ის გადაწყვეტილებით, Huawei-ის Android-ის ღია კოდის პროექტზე (ASOP) კავშირი შეუჩერდება, ხოლო ჩინური კომპანიის ახალ სმარტფონებს Google-ის მაღაზიაზე - Google Play Store-ზე წვდომა საერთოდ აღარ ექნებათ.

გუშინ კი, ცნობილი გახდა, რომ სანქციები 90 დღით გადავადდა.