მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ Huawei-ს საკითხს ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილავს

5ce8db3e0e95f
მიშა ხაჩიძე
25.05.19 10:24
716

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ოფიციალური ვაშინგტონი და პეკინი სავაჭრო საკითხებზე ერთგვარ შეთანხმებას მიაღწევენ, ამ პროცესში Huawei-ც იქნება ჩართული.
„თუ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ, წარმომიდგენია, რომ Huawei-ც რამენაირი სახით, ამ სავაჭრო კონსენსუსის მონაწილე იქნება’’ - დასძინა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩინური გიგანტი ამ ეტაპისთვის საშიშ კომმპანიად რჩება.
ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო სამინისტრომ Huawei და სხვა 70 ჩინური კომპანია შავ სიაში შეიყვანა. შტატებში ეჭვობენ, რომ ჩინური ტექნო გიგანტი ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებს.