მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ჩინეთს შორის მწვავე სავაჭრო კონფლიქტი ევროპულ კომპანიებსაც აზიანებს

5ce421e7f4060
მიშა ხაჩიძე
21.05.19 21:00
532
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მწვავე სავაჭრო კონფლიქტი ზიანს ევროპულ კომპანიებსაც აყენებს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის სავაჭრო პალატის მიერ პეკინში ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა, ნათქვამია, რომ ევროპულ ფირმებს უფრო და უფრო მეტი საბაჟო გადასახადის გადახდა უწევთ.

გამოკითხვის თანახმად, ჩინეთში არსებულ ევროპულ კომპანიებზე შტატებისა და ჩინეთის მწვავე სავაჭრო დაპირისპირება ნეგატიურად მოქმედებს: ცუდი განწყობაა საბაზრო ეკონომიკაში და ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხერხდება, რაც ასევე, ჩინეთის ეკონომიკის ზრდას ხელს შეუშლის.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთბეულ შტატებსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური დაპირისპირება დაახლოებით, 3 კვირის წინ გამწვავდა, მაშინ როცა, თეთრი სახლის ლიდერის გადაწყვეტილებით, 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე იმპორტის გადასახადი გაორმაგდა.

უცხოელი ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ მომავალ თვეში იაპონიაში დაგეგმილი "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის შეხვედრა შედგება და ორი ქვეყნის ლიდერი გარკვეულ შეთანხმებას მოახერხებს.