27.მაისი .2019 15:21

აშშ $10 მილიონზე მეტი ოდენობის ინვესტიციას დებს საქართველოს მეცხოველეობის განვითარებაში

views 639
უკან

აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო - საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, Land O’Lakes International Development-თან და მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით იწყებს ახალ პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს ფერმერებს გააუმჯობესონ სურსათის უვნებლობის სტანდარტები და ხარისხი.

Land O'Lakes International Development-ი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი და აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში 5-წლიანი პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ დაწყების შესახებ ხვალ განაცხადებენ.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, „სურსათი პროგრესისთვის“ (Food for Progress SQIL) პროგრამის ფარგლებში და ითვალისწინებს 10 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას, რომელიც მოხმარდება საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას.


პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა პროგრამაში ჩართული 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი ითვალისწინებს Land O’Lakes International Development-ის ტექნიკურ დახმარებას, ორგანიზაციის ინოვაციური და ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიდგომების გამოყენებასა და დანერგვას, იმისათვის, რომ გაიზარდოს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტები მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ღირებულებათა ჯაჭვებში „ფერმიდან სუფრამდე“ პრინციპით. ზიანის შემცირებისა და პროდუქტიულობის გაზრდის გზაზე, პროექტი მიზნად ისახავს ფერმერების ხელშეწყობას მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის პროდუქტების დამატებით ბაზრებზე შევიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა