მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშენდება თუ არა ლაგოდეხში კაზინო?

5cb9e3c7880a2
ანუკა ჯოხაძე
19.04.19 19:04
1139
კახეთის გუბერნატორმა დაახლოებით ერთი წლის წინ გადაცემა „საქმის კურსში“ ლაგოდეხში კაზინოს შესაძლო მშენებლობა დაანონსა. Bm.ge-მ ეს ინფორმაცია 1 წლის თავზე გადაამოწმა. როგორც ქადაგიშვილი ამბობს, კაზინო ამჟამად აშენებული არ არის. თუმცა, ტერიტორიის კერძო მესაკუთრეს გეგმებზე უარი არ უთქვამს და სათამაშო ბიზნესთან ერთად სასტუმროს მშენებლობასაც აპირებს.

“ამ პროექტს, რა თქმა უნდა, კერძო მესაკუთრე ჰყავს. მას ჯერჯერობით არ გაუხსნია კაზინო. ამიტომ ამ გაგებით სიახლე არ გვაქვს, იმიტომ რომ ეს მიბმული იყო სასტუმროსთან და სასტუმროს გახსნაც ვერ მოახერხა ამ კონკრეტულმა ადამიანმა. ჩვენი მხრიდან შეფერხება არ ყოფილა. როცა კერძო ბიზნესმენი მზად იქნება ამისთვის, მაშინ გაიხსნება. ტერიტორია შეძენილი აქვს, იქ არის ძველი სამხედრო შენობა. ნაწილის რესტავრაცია მოახდინა და რაღაც ნაწილში უნდა გააკეთოს შემდგომში კაზინო,”-ამბობს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.